10 ივნისს, ქალაქ ონში, ბარათაშვილის ქუჩაზე, (მოედნის უბანი, მთავარანგელოზის ეკლესიასთან) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პავლე ბერიშვილის მემორიალური დაფა მისსავე სახლის წინ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მემორიალური დაფა გაიხსნა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ „sovlab“ სიმბოლური თემატური დაფა დაამზადა პავლე ბერიშვილის, როგორც რეპრესიის მსხვერპლის სახელის უკვდავსაყოფად.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.