„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მან მედიის თავისუფლება საკუთრების უფლებაზე წინ დააყენა. ეს საკუთრების უფლებაც საეჭვოა, რადგან სარჩელი უპერსპექტივოა. სარჩელი არის ხანდაზმული, მოსარჩელე აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე და მას აქვს ერთწლიანი ვადა. მოსამართლე ურთმელიძე არის ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში და აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას მთავრობის სასარგებლოდ. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ეს გადაწყვეტილება არ იყო დაწერილი მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ფურცლები გადაწყვეტილების გარეშე იქნა გამოწერილი. მთავრობა ელოდებოდა როგორი იქნებოდა საზოგადოების რეაქცია. მას შემდეგ რაც ნახა საზოგადოების რეაქცია მწვავე იყო, გადაწყვეტილებიდან ამოვიდა უმთავრესი პუნქტი, რომ უარი ეთქვა მოსარჩელეს, რომ დაეყადაღებინათ ჩვენი ანგარიშები“, - განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.