სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა იტალიის საელჩოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
10-06-2019, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა იტალიის საელჩოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 


სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ექსპოზიცია, რომელიც ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას ფასადაუდებელ ფოტომემკვიდრეობას ეძღვნება.

 


ვიტორიო სელა საქართველოში სამჯერ იმყოფებოდა - 1889, 1890 და 1896 წლების ექსპედიციების დროს. სწორედ მის მიერ გადაღებული ფოტოებით გაიცნო პირველად ევროპამ და აღფრთოვანდა სვანეთისა და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სილამაზითა და იდუმალებით (რაჭა, ყაზბეგი).

 


გამოფენა ,,ვიტორიო სელა და სვანეთი" იმდროინდელი საქართველოს პეიზაჟებისა და ადამიანთა პორტრეტების გარდა, წარმოგვიდგენს 130 წლის შემდეგ გადაღებულ ფოტო და ვიდეოგამოსახულებებს, რომლებიც აღბეჭდავენ თუ როგორ შეცვალა დრომ სვანეთის ბუნება, ადამიანები და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება.

 


ღონისძიების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და იტალიის ელჩმა ისაუბრეს ვიტორიო სელას ფოტომემკვიდრეობასა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“ იტალიელი სტუმრებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე ტრადიციული ფოლკლორული ნომრებით წარსდგა.

 


გამოფენის კურატორები არიან პიემონტელი ჟურნალისტი, მონიკა ელენა და სიცილიელი ფოტოგრაფი, სალვატორე კოსტა. გამოფენა სრულად დაფინანსდა იტალიის საელჩოს მიერ და იმართება საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფესტივალ "ქოლგა თბილისი ფოტოსთან" თანამშრომლობით. ღონისძიება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის სახელით, ღონისძიების დასასრულს, იტალიის ელჩს, იტალიის საელჩოს წარმომადგენლებსა და გამოფენის კურატორებს სამახსოვროდ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი