ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
10-06-2019, 22:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რამაც ხანძარი გამოიწვია, იუწყება ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

 

 

ნიუ იორკის გუბერნატორმა ანდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ინციდენტისას მე-7 ავენიუზე მდებარე 54-სართულიანი შენობა, სადაც ოფისებია განლაგებული, შეზანზარდა, მაგრამ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

 


მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ვერტმფრენში მყოფნი დაღუპულები არიან, მაგრამ შენობაში მყოფთაგან დაზიანება არავის მიუღია, თუმცა ცათამბჯენიდან ადამიანების ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

 


ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

 


ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) მოხდა. ამ დროს ქალაქში წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იყო.

 


ნიუ იორკის გუბერნატორის თქმით, წინასწარი ცნობები აჩვენებს, რომ ვერტმფრენმა იძულებითი დაშვება განახორციელა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი