მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის
11-06-2019, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - "გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში" და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა ბიზნესს სთავაზობს.

 

 

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა კანადას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით ედგა და ყველაზე მძიმე დროსაც მხარს უჭერდა საქართველოს.

 

 

,,ჩვენ ვართ კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და ევრაზიის კონტინენტის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის.

 

 

განსაკუთრებით თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით, რადგან საქართველოში უხვად გვაქვს ჰიდრორესურსი; მესამეა სამთო მრეწველობა და მოხარული ვარ, რომ კანადური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. საქართველო ცდილობს, გაზარდოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან კომპანიების ინტერესი, წარმოება ჰქონდეთ სამყაროს ჩვენს ნაწილში, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. კონფერენცია, რომელსაც წელს 4 ათასამდე მონაწილე ჰყავს, 13 ივნისს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი