მესტიაში მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა
11-06-2019, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალგაზრდული ჯგუფი „ლემის“ ორგანიზებით და „მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ მხარდაჭერით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრმა უმასპინძლა.

 


ახალგაზრდებმა გაიხსენეს მნიშვნელოვანი ფრაგმენტები საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერის ცხოვრებიდან და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 


ღონისძიებას შეუერთდენ როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევა ახალგაზრდები ლენტეხიდან და ცაგერიდან.

 


ჯგუფი „ლემი“რამდენიმე თვის წინ დაარსდა, ახალგაზრდების ინიციატივით და მონდომებით. სახელიწოდება მომდინარეობს ზოომორფული დროშის სახელიდან, რომელიც დაცულია სვანეთში, სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში. „ლემი“ წმინდა გიორგის ერთერთი ყველაზე ძლიერი რელიკვიაა. ახალგაზრდების მიზანია, საზოგადოებაში გაღვივდეს და ამაღლდეს პატრიოტული სულისკვეთება, ამიტომ მათ პირველად სწორედ საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პატრიოტის ხსოვნას მიაგეს პატივი. ჯგუფის კვლევის საგანია სვანური კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები.

 


ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის დირექტორმა გეგი ფალიანმა ახალგაზრდებს აღუთქვა, რომ მათი ყველა ინიციატივას ექნება მხარდაჭერა.

 


ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი