„გიორგი გახარია დინამიური კარიერის ავტორია, საკმაოდ ენერგიულად მოქმედებს და საკმაოდ მოულოდნელი რაკურსით. ეკონომიკის მინისტრი იყო და უცბად ასეთი თვალშისაცემი ფიგურა გახდა, როგორც სამართალდამცველი... დიდი ეჭვი მაქვს, რომ გახარიას მხრიდან თვალსაჩინო ნაბიჯები კიდევ ბლომად იქნება“, განუცხადა for.ge-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და დაამატა, რომ „რომელიმე ერთ ადგილას წარმატებულად ყოფნა, პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ დაგაწინაურებენ, შეიძლება პირიქით მოხდეს“.
„მეგრელები დიდად საპატივცემულო ხალხია... შეიძლება გახარიას ერთ–ერთი შეცდომა, თუ ამას შეცდომას დავარქმევთ, ისიც იყოს, რომ ის მეტისმეტად მკაფიო ფიგურა გამოჩნდა და ხანდახან პოლიტიკაში „დურაკები“ უფრო სასურველნი არიან.
გაიხსენეთ, საბჭოთა კავშირის დროს უფრო ძლიერი ფიგურები იყვნენ გარშემო, მაგრამ ხრუშოვი დასვეს პირველ პირად, რახან ჩათვალეს, რომ მისი მანიპულაცია უფრო ადვილი იქნებოდა. ასე რომ, ძალიან ხშირად ადამიანის გვერდზე გაწევის მიზეზი შეიძლება სწრედ ის იყოს, რომ მეტისმეტად ძლიერია... კახა კახიშვილი იმდენად წარმატებული მინისტრი იყო, რომ მისი თანამდებობის შეცვლის დროსაც კი ხაზი გაუსვეს იმას, რომ წარმატება მარტო ერთ სფეროში არ გვინდა, ყველა სფეროში გვინდაო. იყო ასეთი ლაპარაკი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ წარმატებული მინისტრი იყო, მისი მინისტრობას გაგრძელება არ ეწერა. ე.ი. რომელიმე ერთ ადგილას წარმატებულად ყოფნა, პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ დაგაწინაურებენ, შეიძლება პირიქით მოხდეს. ასეთი დაუნდობელია პოლიტიკა“, აცხადებს პოლიტოლოგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.