„ლევან ვასაძეს თავისი ხედვებით, თავისი ცხოვრების წესით ქართული ელექტორატის მიმხრობის საკმაოდ სერიოზული შანსი აქვს. ეს არის მინიმუმ 10-15%-იანი ხმები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ეკლესია მას მხარს დაუჭერს“, განუცხადა for.ge-ს პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ.
„მართლმადიდებლური ეკლესიის ჭარბი და ძალიან მაღალი ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართულ სინამდვილეში. საბოლოო ჯამში, მე მომხრე ვარ იმისა, რომ საზოგადოებაში არსებული ხედვები, განწყობა პოლიტიკურ პარტიებში აისახოს და ეს განწყობა პოლიტიკურმა პარტიებმა ასახონ. კონსერვატიული, გარკვეული თვალსაზრისით, კლერიკალური წრეების გავლენით ნასაზრდოები განწყობა, რომელიც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, სერიოზული რამაა. პოლიტიკური სპექტრი, თითქოსდა, ამას ასახავს კიდეც, განსაკუთრებით, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ეს საქმე სრულად ვერ გამოსდით. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვასაძე შემოვა პოლიტიკაში, რადგან მაშინ ღია და სპონტანური აფეთქებების საფუძველი აღარ იქნება. ცხადია, ამ სპექტრს და ამ მიმართულებას ჩვენ ვერ გავაქრობთ, მაგრამ, როდესაც ამ სპექტრს არ უშვებენ პოლიტიკაში ჩვენი შიდა და გავლენიანი ძალები, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ეს სპექტრი ისე მოვიდეს, რომ წალეკოს რაღაცები, რაც ქვეყნისთვის კარგი არ იქნება“, აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.