"ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, დავკარგეთ ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მოქალაქეები"
08-08-2015, 01:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


პრემიერმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახების წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის დასაფასებელი.

 

 

“მართლაც, ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, ვინაიდან მივიღეთ უმძიმესი დანაკლისი, დავკარგეთ ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც ომში გმირულად დაეცნენ. გვყავს ათასობით ახალი დევნილი, მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, აგრეთვე, აღიარება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის. რა თქმა უნდა, ეს არის მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი დაღუპულების სულების წინაშე, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახის წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის უაღრესად დასაფასებელი”, – განაცადა პრემიერ-მინისტრმა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი