ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი თოფურია, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეები - შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, გუბერნიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - შალვა ბალახაძე და არმენ მარანგოზიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ, ისინი იმყოფებოდნენ იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.