სალომე ზურაბიშვილი: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ უნდა ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან
11-06-2019, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას საკითხი დააყენა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს და არ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა.

 


,,საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროდან იფარებოდეს, რომელიც დსთ-ს წევრ ქვეყნებს ფარავს.

 

 

პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ საქართველო ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროდან დაიფაროს.

 

 

აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, გაეროს ოფისში, შრომის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გაი რაიდერთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

საუბარი შეეხო ევროკავშირის კუთხით შრომით საკითხებთან დაკავშირებულ თემებს, შრომითი მიმართულებით ევროპული ფასეულობების დანერგვისა და განვითარების საკითხებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ რეფორმების შედეგებითა და სიკეთეებით, რასაც საქართველო ახორციელებს. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს.

 

 

საქართველოს დელეგაციას ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, რომელიც უმაღლესი დონის დელეგაციებისათვის გაიმართა", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი