საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავის რიგებში ჰყავს „კომუნისტური პარტიის“ წევრები, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გიორგი ვოლსკი.
ვოლსკიმ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.
„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ და არიან კიდევ პოლიტიკური ლიდერები...“ - მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას. (აქ ვოლსკის სიტყვა ბოკერიამ შეაწყვეტინა, რის შემდეგაც უმრავლესობის დეპუტატმა მას ასე მიმართა: „შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია!... ამის შემდეგ ვოლსკიმ საუბარი განაგრძო, თუმცა მისი მიკროფონი გამორთული იყო.
გიგა ბოკერიამ ვოლსკის ეს განცხადება ადგილიდან გააპროტესტა,თავის კოლეგას ყვირილით უზრდელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი არაერთხელ უწოდა – „მტყუანის დედა ვატირე, შე ცეკას ინსტრუქტორო, შე ცეკას ინსტრუქტორო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.