კახა კალაძე სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს
11-06-2019, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერი სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს არანარი კავშირი არა აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

 


კახა კალაძის განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა ის მერიაში არ მუშაობს და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესის შემთხვევაში, მედიამ კითხვები შესაბამის უწყებას უნდა დაუსვას.

 


„ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი იმით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ოსტატურად ატყუებდნენ ხალხს, ბევრ რამეს აჯერებდნენ, შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი იყო და ყველაფერი მაგრად მიდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ტყუილებიც არ გამოსდით. ამ საკითხთან რა შუაშია მერია, კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე? გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის ცალკე სტრუქტურა. არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რისი მცდელობაც აქვთ. რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას, ის გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მერიაში არ მუშაობს. „ბილდინგ დეველოპერთან” დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა დედაქალაქის მერიას. მერიის საკითხებთან მიმართებაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე თემას გავქცეოდით. ჩვენს გადაწყვეტილებებზე ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ, გვეამაყება, რასაც თბილისისთვის და თბილისელებისთვის ვაკეთებთ და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი