ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 47 850 ლარია, ი.მ. “გია ღურწკაია“ ახორციელებს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზემო ქვალონის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს. საბავშვო ბაღში გამოიცვლება კარები, შეილესება კედლები, ჭერი, გადაიხურება სახურავი და მოწესრიგდება სველი წერტილები. ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.