პრეზიდენტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
11-06-2019, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან შეხვედრაზე დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები განიხილა.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ფილიპო გრანდიმ მაღალი შეფასება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი და მათი ინტეგრაცია საქართველოსათვის ახალი გამოწვევაა.საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აღნიშნული საკითხი სათანადოდ გადაიჭრება.

 


,,მოხარული ვარ, პირველად ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს, აქ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში. საქართველოსთან, სხვადასხვა მიმართულებით, ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

 


ვისაუბრეთ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ ლტოლვილებზე, ასევე ჩვენს ხელმისაწვდომობაზე, რათა საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ და თავშესაფრების სისტემა გავაძლიეროთ. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, დადებითად შევაფასე პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირების მხარდასაჭერად შეიქმნა. რასაკვირველია, ამ პრობლემის გადაწყვეტა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია და ნებისმიერ დროს ხალხის სამსახურში ვართ.

 


დაბოლოს, შევეხეთ საქართველოს გლობალურ როლს, არსებობს შეთანხმება ლტოლვილების თაობაზე, რომელიც გაეროს მიერაა მხარდაჭერილი. წლის ბოლოს ჟენევაში ლტოლვილთა გლობალური ფორუმი-მინისტერიალი იგეგმება და მე მოვუწოდებ საქართველოს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ მოთამაშედ დარჩეს”, განაცხადა ფილიპო გრანდიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი