„საქართველომ იბრძოლა, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის აგრესიის, მისი უკანონო ოკუპაციის, ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის პირისპირ. რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დახმარებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. როგორც ვიცი, თქვენ ასრულებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს. როგორც მითხარით, შემდეგ მიემგზავრებით დიდებულ შტატში, ტეხასში. გული მწყდება, რომ ჩემს მშობლიურ შტატში, კანზასში არ ჩადიხართ, მაგრამ ეს შემდეგისთვის იყოს.
საქართველო არის უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლო. მისი ისტორია, კავკასიის მაღალი მთებისა და შავი ზღვის შესანიშნავ ფონზე განვითარდა, მისი დედაქალაქის თბილისის ცენტრში, სადაც წმინდა გიორგი გველეშაპს კლავს. ეს აჩვენებს თუ როგორი უშიშარი და მამაცია ქართველი ხალხი. ჩვენ ვხედავთ ამ თვისებებს მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. წელს აღვნიშნავთ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ათ წლისთავს. აქედან მოყოლებული ჩვენი ერები უფრო ახლოს თანამშრომლობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, დემოკრატიის გაძლიერება და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების შესაძლებლობის შექმნა. ამ ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა გამორჩეული სიმტკიცე რუსეთის უკანონო შემოჭრის ფონზე. დღეს ის არის საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი და აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
„ვაფორმებთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც პატივს მიაგებს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ათი წლისთავს. დეკლარაცია განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობის სამომავლო მიმართულებას, რომელიც, იმედი გვაქვს, იქნება დაფუძნებული ახლო მეგობრობაზე და საერთო ვალდებულებზე.
საქართველოს როლი, როგორც ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის კიდევ ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვუყურებთ ენთუზიაზმით სამომავლო თანამშრომლობას. პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, რომ გააკეთონ მეტი გლობალური გამოწვევების გადასაწყვეტად და საქართველო ზუსტად ამას აკეთებს, როდესაც იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ ავღანეთში.
ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 32-მა მამაცმა ქართველმა ყველაფერი გააკეთა ამერიკელი ჯარისკაცებთან გვერდით და 870 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს ნატო-ს მისიის ფარგლებში.
ავღანეთის გარდა, საქართველო მუშაობს, რათა მისი სამხედრო ძალების ნატო-ს სამხედრო ძალებთან ინტეგრირება მარტივად მოხდეს, პროგრესისთვის და სტრატეგიული მიზნებისთვის, მაშინ, როცა ალიანსი აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის საქართველოსთან თანამშრომლობას“, განაცხადა მაიკ პომპეომ და დაამატა, რომ საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე მხარდაჭერა ექნება.
„საქართველოს მონდომება მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის მთავრობას, როდესაც ვამბობ, რომ თქვენ ისევ გექნებათ ამერიკის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ცდილობთ გახდეთ ნატო-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე გამოყოფს მშპ-ს ორ პროცენტს თავდაცვაზე, მიზანი რომლის მიღწევასაც ყველა ნატო-ს სახელმწიფოსთან ვცდილობთ. საქართველომ იცის პირადი გამოცდილებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეკავებას, ძლიერ თავდაცვას და რატომ არის შესაძლებლობები ძალიან მნიშველოვანი. საქართველომ იბრძოლა, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის აგრესიის, მისი უკანონო ოკუპაციის, ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის პირისპირ. რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დახმარებით.
ჩვენ ვეხმარებით, შევაიარაღოთ თვითმყოფადი სამხედრო ძალა, რაც საქართველოს ტერიტორიულ დაცვას უზრუნველყოფს, რაც კარგია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები. დღეს, შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.
პრემიერ მინისტთან მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა პარლამენტის მოვალეობა, უზრუნველყოს სახელმწიფოს ინსტიტუტების გამართული მუშაობა“, განაცხადა მაიკ პომპეომ.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მისი გზავნილი მკაფიოა, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები.
„გვინდა უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი ვაჭრობა და უფრო მეტი აშშ საქართველოში“, თქვა ბახტაძემ და დასძინა, რომ საამაყოა ის ფაქტი, რომ 200-ზე მეტი ამერიკული კომპანია ამჟამად უკვე მოქმედებს საქართველოში.
„ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ოქროს სტანდარტი ბიზნესის კეთების სიმარტივით და საკანონმდებლო გამჭვირვალობით. ინვესტიციები მიედინება იქით, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. საქართველოს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც გადასახადები ყველაზე დაბალია. საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მე-7 ადგილს იკავებს და კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ჩვენ წამყვანი ევროპული ქვეყნების ოცეულში ვართ. ჩვენ მადლობლები ვართ რეფორმების პროცესში თქვენი ჩართულობით და ამაყად ვუზიარებთ აშშ-ს ჩვენი წარმატებისთვის მადლიერებას. ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოებას განაგრძობს, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა კი იზრდება. ჩვენ ამაყები ვართ, რომ 200-ზე მეტი ამერიკული კომპანია ამჟამად მოქმედებს საქართველოში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ საქართველო წარმოადგენს უნიკალურ კარიბჭეს, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ თავდაჯერებულად, სწრაფად გავიდნენ მზარდ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე.
„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მიგვიყვანს სავაჭრო თანამშრომლობის უნიკალურ მოდელამდე. ეს იქნება მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც გახსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს ამერიკული ბიზნეს-ინტერესებისთვის ჩვენ რეგიონში. აქ ვაშინგტონში ჩვენ მნიშვნელოვან მუშაობასთან ერთად, აშშ-ში ჩემი ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაა. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ეკონომიკა ძლიერ უსაფრთხოებასთან ერთად. მე შევხვდი პოტენციურ ინვესტორებს და პარტნიორებს სან-ფრაცისკოში, სილიკონ ველიში, სიეტლში და მოგვიანებით, მიმდინარე კვირას მივემართები დალასში. ჩემი მომდევნო ვიზიტის დროს კი აუცილებლად ვეწვევი თეთრ სახლს. ნაყოფიერი დისკუსიის დროს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია, საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება. ჩემი გზავნილი მკაფიოა, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები. გვინდა უფრო მეტი ინვესტიციები, უფრო მეტი ვაჭრობა და უფრო მეტი აშშ საქართველოში. ბატონო მდივანო, ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა ამ უნიკალური პარტნიორობის გასაძლიერებლად და მზად ვართ, თავი მივუძღვნათ სრულფასოვან ალიანსს მომავალ ათწლეულებში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.