აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს.
როგორც სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, მისასალმებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა.
საუბრისას ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა ფართო რეგიონში, სადაც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა, რომელიც აფასებს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს მიღწეულ წარმატებაში და მზად არის, მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორობა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეზე და ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესისგან.
პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.