საქართველო უნდა გაერთიანდეს არა სისხლის, დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, 2008 წელს დაღუპულმა გმირებმა ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს.
"დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა თავისი სიცოცხლის ფასად. ამავე დროს კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმაზე რაც არის გასაკეთებელი, საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ იმ ერთიანი პოლიტიკით, რომელშიც უნდა ვიყოთ გაერთიანებული აბსოლუტურად ყველა. თქვენ იცით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების შიგნით დავიწყეთ დისკუსიების და კონსულტაციების გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა ვიყოთ ყველანი აბსოლუტურად გაერთიანებული. როგორ ზუსტად, კორდინირებულად ვაწარმოოთ ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი.
"ამ პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდგომში - საქართველო უნდა გაერთიანდეს, გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის, მეგობრობის ხარჯზე და ფასად. ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი", - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან და უშიშროების საბჭო მდივან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.