მამუკა ბახტაძე: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება
12-06-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის სხდომა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

 

 

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება.

 

 

„ანაკლიის პორტს აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი შეხვედრები. ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია „SSA Marine”-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი.

 

 

ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი