ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს, რაც „დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან - ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ“.
„საბოლოოდ, მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის თითქმის საუკუნოვანი გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე თქვენი კარგი პარტნიორები ვართ“, განაცხადა მაიკ პომპეომ და დაამატა:
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ თანამშროლობა, რათა თავიდან ავირიდოთ მიღწევების დაკარგვის რისკი და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად არის დაკავშირებული დასავლეთთან“.
(ვიდეო ამ თემაზე იხილეთ 4:16 წუთიდან)
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.