საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
„საქართველოს მონდომება მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის მთავრობას, როდესაც ვამბობ, რომ თქვენ ისევ გექნებათ ამერიკის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ცდილობთ გახდეთ ნატო-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე გამოყოფს მშპ-ს ორ პროცენტს თავდაცვაზე, მიზანი რომლის მიღწევასაც ყველა ნატო-ს სახელმწიფოსთან ვცდილობთ. საქართველომ იცის პირადი გამოცდილებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეკავებას, ძლიერ თავდაცვას და რატომ არის შესაძლებლობები ძალიან მნიშველოვანი. საქართველომ იბრძოლა, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის აგრესიის, მისი უკანონო ოკუპაციის, ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის პირისპირ. რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დახმარებით.
ჩვენ ვეხმარებით, შევაიარაღოთ თვითმყოფადი სამხედრო ძალა, რაც საქართველოს ტერიტორიულ დაცვას უზრუნველყოფს, რაც კარგია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები", განაცხადა მაიკ პომპეომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.