კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება
12-06-2019, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.

 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

 

 

მისი თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.

 

 

„პირველი აგვისტოდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე.

 

 

სამართლებრივი აქტი გამოცემულია, საკრებულოს მიერ ტარიფები უკვე დამტკიცებულია. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა. ამიტომ, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ამისთვის ჩვენ სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, სპეციალურ ბუკლეტებს დავბეჭდავთ და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დავურიგებთ“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს, შშმ პირებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გარკვეული შეღავათები ექნებათ.

 

 

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც კოტე აფხაზის ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, პარკირება უფასო იქნება. უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, ხოლო შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს, თბილისის მერის განცხადებით, ფასიანი პარკირება ზონებად დაიყოფა და ფასებიც განსხვავებული იქნება.

 

 

„პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავდება. ფასიანი პარკირებები სამ - A, B და C ზონებად დაიყოფა.

 

 

პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში - 2 ლარს, ხოლო C ზონაში - 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას, ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის - parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. ამასთანავე, სმარტფონებზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Tbilisi Parking და აქედანაც გადაიხდით“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

კახა კალაძის თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე უკვე დაემატა ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსები იმისთვის, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილება უპრობლემო იყოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი