ქალაქ ხობში, ილია ჭავჭავაძის, ილია ვეკუას, იაკობ გოგებაშვილის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.
რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 105 000 ათას ლარამდე დაიხარჯება, ხოლო არხების გამტარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.