ბიძინა გეგიძე: „მივესალმებით, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვებს აღარ გასცემს“
12-06-2019, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მივესალმებით, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვებს აღარ გასცემს“, - განაცხადა „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟვანიასა და მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზე, სამშენებლო ნებართვების გაცემა აღარ მოხდება.

 

 

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბიძინა გეგიძე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ინტენსიურად იკვლევდა მდინარე ვარაზის ხევის ლანდშაფტში, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საკითხს, რაც არა მხოლოდ ამ ქუჩების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქალაქს აყენებს მასშტაბური საფრთხის წინაშე.

  


„მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გასულის წლის მარტიდან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აქტიური მონიტორინგის რეჟიმში ვიმყოფებით ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე ინტენსიური მშენებლობების გამო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა შარშან, აპრილში ჩაატარა მაღალკვალიფიციური კვლევა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ განსაკუთრებით მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე დაუყოვნებლივ უნდა აკრძალულიყო მშენებლობები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. შეხვედრებზე მოვიწვიეთ კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის ექსპერტებიც, რომლებმაც წარმოგვიდგინეს ხედვა მასშტაბური განაშენიანების საფრთხეების შესახებ. მივესალმებით, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვებს აღარ გასცემს,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი