ეკა ბესელია: როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება
12-06-2019, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-ის პირველი დიპლომატის ღია გზავნილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს, სახიფათო საარჩევნო მანევრებზე ვაშინგტონის მხრიდან თვალის დახუჭვა არ მოხდება.

 


„მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

„საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი