გარდაბანში სასტიკად მოკლული მოხუცი ცოლ-ქმრის რუსეთიდან დაბრუნებული შვილი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობას
12-06-2019, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბანში სასტიკად მოკლული მოხუცი ცოლ-ქმრის შვილი, რომელიც რუსეთიდან უკვე დაბრუნდა, ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს.

 

 

როგორც ცნობილია, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მკვლელობის ჩადენის სავარაუდო მოტივებს შორის, არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, მოკლულების შვილს კრიმინალურ ავტორიტეტებთან პრობლემები ჰქონდა, რასაც მისი მშობლების მკვლელობა მოჰყვა. მკვლელმა კედელზე წარწერა დატოვა „ედიკ გელოდებით.“

 

 

თავად ედიკ მუსაევი ამბობს, რომ მას მტრები არ ჰყავს და არც ბიზნესინტერესები გააჩნია, კედელზე მისი სახელის დაწერას კი, კვალის დაფარვის მცდელობას უკავშირებს.

 

 

„აგიხსენით, რომ მტრები არ მყავს. რაც შეეხება ამ ტრაგედიას, ვინც ეს ჩაიდინა, არც დედის და არც მამის ფასი იცის. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი. არ ვიცი, რატომ დაწერეს. ალბათ, კვალის დაფარვის მიზნით. რაც შეეხება სახლიდან ფულის წაღებას, ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი. მე ბიზნესი არ მაქვს. ჩემი ძმები კი ძველი მანქანების გაყიდვით არიან დაკავებულები. პოლიციამ მეც დამკითხა, როგორც სხვები, სხვა ვერაფერს გეტყვით,“ უთხრა ,,რუსთავი 2"-ს ედიკ მუსაევმა.

 

 

მოკლულების ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს კონკრეტულ ფაქტს, რომლის დროსაც ედიკ მუსაევს სხვა სოფელში კონფლიქტი მოუხდა, მისი მეგობარი კი დაჭრეს.

 

 

„მოკლულების შვილებთან ერთად ვარ გაზრდილი. ძალიან კარგი ხალხია და არც მტრები ჰყავთ. გაოცებულები ვართ, ეს როგორ მოხდა, ან ვინ და რატომ ჩაიდინა.

 

 

სამართალდამცველების იმედი გვაქვს, ალბათ, მალე დაიჭერენ. ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ თუ არა ჩართული, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ მოკლულების შვილმა ედიკამ სოფელ ქოსალარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ იჩხუბა და მისი მეგობარი დაჭრეს, თუმცა არ მჯერა, რომ ეს ჩხუბი შეიძლება კავშირში იყოს ამ ტრაგედიასთან", განაცხადა მოკლულების მეზობელმა.

 

 

გარდაბანში ორი მოხუცი ხუთი დღის წინ მოკლეს. ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში იპოვეს. მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართლამდაცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი