ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ წარადგინა შესაბამისი კომისიის (სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) ანგარიში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგების შესახებ და წარმოადგინა კონკრეტული შენიშვნები შესრულების ვადებსა და ხარისხთან დაკავშირებით.
მერიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას და ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსაგვარებელ პრიორიტეტულ საკითხებს.
მერმა წარმომადგენლებისაგან მოისმინა ანგარიში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძის განცხადებით, პროექტების განხორციელების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება თითოეული მერის წარმომადგენელი და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.