წყალტუბოს მერი კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
12-06-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ა(ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა გიორგი იობიძემ კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

 


„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაღის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და პატარებისთვის შექმნილი იყოს ყველა პირობა სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მისაღებად. კოპიტნარის დასახლების მცხოვრებლებს დავპირდით, რომ მოვახდენდით საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, 87 889 ლარი შენობის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 


კოპიტნარის საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. აქ ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ. ახალი სასწავლო წლიდან პატარები განახლებულ და მოწესრიგებულ საბავშვი ბაღში დაიწყებენ სწავლას.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი