ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა საკრებულოს სხდომაზე, განიხილა მიღწეული წარმატებები და ისაუბრა პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე.
საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერს დაუსვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ გამოხატეს კმაყოფილება ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობისათვის და დადებითად შეაფასეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლილუაშვილმა შეაჯამა განხილული საკითხი და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს გაწეული მუშაობის გამო.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მერიის სამსახურის უფროსებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.