რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფ.საირმისა და სოფ.ლაცორიას საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებულმა პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პრობლემურ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები რეგიონის პირველი პირისგან მოესმინათ.
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.