"ხიდაშელმა თუ ასე განაგრძო პუტინის ლანძღვა, მაშინ..!"
10-08-2015, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე სამი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში დიალოგის და ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების სტრატეგია აირჩია, რის გამოც შეიქმნა აბაშიძე–კარასინის ფორმატი და რომელსაც პოზიტიური შედეგები აქვს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში. ამასთანავე, სულ ახლახანს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს შეერთებისა დასავლეთის მიერ რუსეთის მისამართით დაწესებულ სანქციებზე, რადგანაც საქართველო "უფრთხილდება" იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც აბაშიძე–კარასინის ფორმატის არსებობის მეშვეობით იქნა მიღწეული... მაგრამ, სწორედ ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარი ხდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გახშირებული განცხადებები, რომლებიც მიმართულია, უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. მაგალითად, ორიოდე დღის წინათ, ერთ–ერთ ინტერვიუში ხიდაშელმა წარმოსთქვა ასეთი ფრაზა:"მე არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს საწვრთნელი ცენტრის (ნატოს) გახსნის დროს ან ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პერიოდში. ყველაზე მეტი გარანტია საქართველოს უსაფრთხოების არის სწორედ ასეთი დღეები, როდესაც ქვეყანას ასეთი მაღალი დონის დელეგაციები სტუმრობენ. ბევრ შეცდომას უშვებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ამ ტიპის შეცდომებს არ უშვებს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც შესაძლოა მისი საბრალდებო სკამზე გაგზავნის საფუძველი გახდეს", – ციტატის დასასრული!..

 

 

ახლა კი გეკითხებით, როგორ მიგაჩნიათ, ასეთი შინაარსის ფრაზეოლოგია შეესატყვისება საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიას და რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში, ან კიდევ, პრემიერ ღარიბაშვილის უკანასკნელ განცხადებას?! რა თქმა უნდა, რომ არა, პირიქით, ძაბავს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს ორ სახელმწიფოს შორის! მეტიც, მინისტრ ხიდაშელის ციტატა პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლების და პრემიერ–მინისტრის პოზიციას, რადგანაც ოფიციალურ დონეზე, ან საჯარო სივრცეში პრემიერი ღარიბაშვილი არცერთ თავის გამოსვლაში შეურაცხმყოფელ რიტორიკას არ მიმართავს, როდესაც საუბარი შეეხება საქართველო–რუსეთის ურთიერთობების პრობლემატიკას და იგი მტკიცედ მიყვება შემუშავებულ სტრატეგიულ კურსს. ესეც რომ არ იყოს, რა თავდაცვის მინისტრის საქმეა სხვა სახელმწიფოს პირველი პირის ამ კონტექსტში მოხსენიება ("..რაც შესაძლოა მისი საბრალდებო სკამზე გაგზავნის საფუძველი გახდეს"!), მითუმეტეს, რომ ამ სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის 20% ტერიტორიებისა აქვს ოკუპირებული და მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი დეოკუპაციის მიღწევა?! რაშია საქმე, ხიდაშელს, როგორც პოლიტიკოსს – "თავი მეტი ხომ არ ჰგონია", ვიდრე არის სინამდვილეში?! იქნებ, ხიდაშელს როგორც თავდაცვის მინისტრს, "ვინმემ, დამოუკიდებელი ავტონომიური უფლებები მიანიჭა" საქართველოს ხელისუფლებაში"?! უკეთეს შემთხვევაში, ხიდაშელის ასეთი შეურაცხმყოფელი რიტორიკა, გამოწვეულია მისი სურვილით, რომ გაიფიაროს საკუთარი თავი, ანუ იგი გვეუბნება, – "შემომხედეთ, როგორი უშიში" ვარო. მოკლედ, პრემიერი ღარიბაშვილი და მთლიანად ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რომელ სტრატეგიას ადგას სახელმწიფო, ვის და რა ფუნქციები აქვთ მთავრობაში (მკაცრად გამიჯნოს!), თორემ, ხიდაშელმა თუ ასე განაგრძო პუტინის ლანძღვა, მაშინ, არათუ ურთიერთობის დარეგულირება მოხერხდება რუსეთთან, არამედ შესაძლებელია, რომ მისი ასეთი "აქტიურობა საკაშვილის სტილში", გახდეს საბაბი თუ მიზეზი – "ახალი რუსული სურპრიზებისა" საქართველოს წინააღმდეგ!!!...



ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი