დედაქალაქის მერია მთაწმინდის პარკში 14-15 ივნისს დაგეგმილ „ეზო ფესტივალზე“ დასწრების მსურველთათვის 4 ავტობუსს გამოყოფს.
ავტობუსები მთაწმინდის პარკისკენ 14 ივნისის 17:30 საათიდან 16 ივნისის 12:00 საათამდე კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩების გასაყარზე არსებული ავტოსადგომიდან იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს 30 წუთის ინტერვალით, სადღეღამისო რეჟიმში უფასოდ მოემსახურებიან.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.