თავდაცვის სამინისტროში უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს უმასპინძლეს
13-06-2019, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა ჩიქოვანმა და ზაალ კაპანაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს, ირინა ფრიზს უმასპინძლეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგორ გალაგანი, საქართველოში უკრაინის ელჩი, თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნეს.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საქართველოში მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი 191 უკრაინელმა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ოჯახის წევრებმა გაიარეს. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რამდენიმე ნაკადს მასპინძლობს.

 

 

უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი მოადგილესთან ერთად, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასპინძლობს. ვიზიტის მიზანია, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება.

 


ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის წევრები წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრსაც მოინახულებენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი