„ვიღაც რეკავს თეატრებში, ეკითხება, შეიძლება ბურჭულაძესთან ინტერვიუს გაკეთება? თეატრები ეკითხებიან, თქვენ რატომ რეკავთ? იმიტომ, რომ ახლა აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება", აცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.
ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ეს მასზე შეტევის მორიგი ტაქტიკაა.
,,რაც მთავარია, მე რომ მივხვდე, რომ მე მიკეთებენ ამას, ეს ადამიანი ამბობს, რომ - ჩემი გვარი არის სააკიან. რომ მივხვდე ვინ რეკავს და რატომ. ეს თუ ღირს ჩემთან ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭდეს. ჩემს მეგობრებს ვერ ვეუბნები, რომ ჩამოდით-მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ვერავის დააჯერებ, რომ შეიძლება შეკერილი საქმე იყოს. ვერ დააჯერებ, რომ შეიძლება ერთ ადამიანს არ უნდოდეს და პროკურატურა წავიდეს ამაზე, აიღოს ისეთი ბინძური საქმე, რომ ადამიანზე აღძრას საქმე, რომელზეც პროკურორმაც იცის, მთავარმა პროკურორმაც და ყველამ რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს ყველაფერზე ხელს აწერს", უთხრა ,,რუსთავი 2"-ს პაატა ბურჭულაძემ სატელეფონო საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.