ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს და იმერეთის რეგიონის ქუთაისის მშენებლობების სტანდარტიზაციის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქ.ვანში ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის მუზეუმ - ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ვ.გორგასლის, ო.ლორთქიფანიძის და გ.გიორგაძის ქუჩების გაზმომარაგების არსებული ქსელის რეაბილიტაციის მუშა პროექტის განხილვა - შეთანხმებას.
პროექტი წარმოადგინა იმერეთის რეგიონის ქუთაისის მშენებლობების სტანდარტიზაციის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ბატონმა ომარ ჭელიძემ.
პროექტის განხილვა - შეთანხმებას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.