ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მიქელეფონის საბავშვო ბაღის, საჯარო სკოლის თავისუფალ ფართში მოწყობის პროცესი დაათვალიერეს.
სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნის სფუძველზე ხორციელდება. აღნიშნული ბაღი 30 ღსაზრდელზეა გათვლილი.
ვანის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღის მოსაწყობად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 129 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა, ჩასმულია კარ-ფანჯარა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი 2015“ ახორციელებს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სამუშაოები 3 აგვისტის უნდა დასრულდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.