რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფანაგისა და სასაშის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებმა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს რწმუნებული მასწავლებლების მიერ დასახელებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზეც ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე მასწავლებლების დადებითი შეფასებებიც მოისმინა.
„ძალიან მიხარია პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის.
ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას“, აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.