ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა, შპს „დიოკნისეს“, „ევროტექნიკსის“და შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ წარმომადგენლებთან, ი/მ რუსლან ლობჯანიძე, ი/მ გია ალხიძე, ი/მ ბაკურ რეხვიაშვილი, ი/მ თამაზ ჩიკვილაძესთან, ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურის და სამსენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან.
შეხვედრაზე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
საუბარი შეეხო სამუშაო პროცეში გამოკვეთილ ხარვეზებს, შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წევრები.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.