პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე არავითარი სამთავრობო გადანაცვლებები არ იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლოს და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვოს, არ ადასტურებს.
ვოლსკის თქმით, საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციები სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც ვრცელდება და თუ მსგავსი რამ იქნება, ყველა გაიგებს.
„თვეში ერთხელ, თუ უფრო ხშირად არა, ვისმენ საკადრო გადანაცვლებების შესახებ, ცვლილებებზე ინფორმაციას. რაღაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გადანაცვლებები ხდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. შემდეგ მიდის კამათი, ვინ გააკეთა სწორი პროგნოზი და ვის შეეშალა, თუმცა შეშლა ნაკლებად ახსოვთ და „ხომ ვამბობდი“ – ასეთი ნიშნის მოგებით განცხადება ბევრს ახსოვს.
არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, მომავალში თუ იქნება, ამის თაობაზე ყველას გვეცოდინება წინასწარ“, განუცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.