ონის მერი ემზარ საბანაძე სევა-ფარახეთის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებს გაეცნო და სოფელ ნაკიეთის მოსახლეობას შეხვდა
14-06-2019, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, სოფელ სევა-ფარახეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

 


აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს „ფარაონი“ ასრულებს და მისი ღირებულება 136 700 ლარს შეადგენს.

 


როგორც ონის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და აგვისტოს თვეში დასრულდება.

 


დღესვე, ემზარ საბანაძე, მერის წარმომადგენელთან უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მელიტონ მეტრეველთან ერთად სოფელ ნაკიეთის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელში არსებულ მდგომარეობას. მერმა მოისმინა ადგილობრივებისათვის პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები.

 


ონის მერიის ცნობით, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად სოფელ ნაკიეთში დაიგეგმა სანიაღვრე არხებისა და გარეგანათების მოწყობის სამუშაოები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი