მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები
14-06-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაური ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების რეიტინგში და ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პოტენციალს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით.

 


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პოტენციალი, გახდეს რეგიონში ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, აღიარებულია აშშ-ის მიერ. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტთან 13 ივნისს ხელმოწერილი მემორანდუმიც, რომელიც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობასაც მოიცავს.

 


პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია ამერიკული კომპანიების მზარდი რიცხვი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

 


მთავრობის მეთაურმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს ასევე გააცნო საინვესტიციო პროექტები და მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი