საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. კარლ ჰარცელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში და ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას. აღინიშნა, რომ წარმატებული სამუშაო პროცესისა და ფართო კონსენსუსის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების პროცესში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მსგავსად, ფართო ჩართულობით წარიმართოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის პროცესიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.