საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის მიმართულებები გააცნო.
მინისტრმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპენსიო ასაკის ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც წლების განმავლობაში პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით არაერთი წარმატებული თაობა გაზარდეს - დღეს კი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღებით ღირსეულად ასრულებენ მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას.
„განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ტყიბულსა და თერჯოლაში მიმდინარეობს და დაგეგმილია სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.