ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ პროვოკაციას უწოდებს გეი აღლუმის ჩატარების მცდელობას ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი აღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ „აუცილებლად აღვუდგებით ამას წინ, სულ რომ მთელი მსოფლიოს ამერიკელი ელჩები და ჯორჯ სოროსები აქ ჩამოვიდნენ“.
„თუ ეს სიბინძურის პარადები ამ კვირაში ამ ბილწებს ჩვენ ჩავატარებინეთ, მაშინ საქართველო აღარ იქნება. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან შერიგების რაიმე პერსპექტივას და ჩვენ და თქვენ, შეგვიძლია დავემშვიდობოთ კავკასიაში რეპუტაციას - ჩეჩნებთან, დაღესტნელებთან, ყარაჩაელებთან, ადიღეელებთან - ყველა იმ ხალხებთან, ვინც ჩვენ გვესაზღვრება. ისინი იტყვიან, რომ საქართველოში კაცობა აღარ არსებობს და არის მამათმავლობა და არის სიბილწე და სიბინძურე. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ ახლებთ ხელს თქვენს ხალხს, გააკეთეთ არჩევანი.
ხომ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს გაგვეკეთებინა, შუა გაკრეფილიყო. აი, გაიკრიფა შუა. აქეთ ვდგავართ ჩვენ, ქართველი ხალხი, ვისაც გვინდა გვწამდეს ნამუსის, სინდისის, სირცხვილის, ქართული ტრადიციების და იქით დგანან ანგარებით, გრანტებით, ფულით დაფინანსებული უნამუსო, გარყვნილი ადამიანები და ის ფაქტი, რომ ისინი აქ დგანან და თქვენ ჩვენ არ გვიშვებთ, რომ ისინი აქედან გავყაროთ, არის თქვენი სირცხვილი და გიორგი კვირიკაშვილს რომ აქ, ნარკომანებმა და მამათმავლებმა ცარიელი ბოთლები დაუშინეს, მაშინ ერთი ნარკომანი მაინც რატომ არ დააპატიმრეთ? და ერთი ქეციანი კვერცხის სროლაზე რომ 3 და 4 კაცი საპყრობილეში გააქცუნეთ, როგორ არა გრცხვენიათ?! ერთი-ორი თქვენგანი ძალიან არცხვენს პოლიციას იმიტომ, რომ, არ ვიცი, პრემიას ჩალიჩობს თუ რას, ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა და გირჩევთ, ნუ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ ოჯახები გყავთ და ნუ იზამთ იმას, რაც მერე თქვენს გვარებში, ოჯახებში იქნება სირცხვილი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ აუცილებლად აღვუდგებით ამას წინ, სულ რომ მთელი მსოფლიოს ამერიკელი ელჩები და ჯორჯ სოროსები აქ ჩამოვიდნენ“, განაცხადა ლევან ვასაძემ და კვირისთვის ახალი შეკრება დაანონსა იმისთვის, რომ „საქართელოში დავიცვათ წესრიგი და არ დავუშვათ ეს პროვოკაცია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.