სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ „ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის“
15-06-2019, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის“, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

 


„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაგროვდა. გასულ წელს, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს შეთანხმებების მიღწევა და რთველის შეუფერხებლად ჩატარება. გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით ჩაერთვება“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2019 წლის რთველის პერიოდში, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მევენახეები და ღვინის კომპანიები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების - „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“ და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ.

 


„ეს, ხელს შეუწყობს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ქართული ღვინის ხარისხის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სტაბილური განვითარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის მაღალი ხარისხი არის მთავარი ფაქტორი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“, აცხადებენ სამინისტროში.

 


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ, ახალმა მიდგომებმა და კერძო სექტორთან აქტიურმა კომუნიკაციამ, ღვინის ინდუსტრია საგრძნობლად განავითარა.

 


სააგენტო, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, შეძლებს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი შეუქცევადი გახდეს და ქართულმა ღვინომ, საერთაშორისო ბაზარზე, პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდროს ადგილი.

 


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებმა მინისტრს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გაუზიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა.

 


ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი