[ვიდეო] ლევან ვასაძემ პოლიტიკური გააქტიურების შესახებ განაცხადა და ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა „არაფერი შეეშალოს“ - „ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო. აი, გეძახით ხალხო!“
15-06-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„გუშინ ვიყავით კანცელარიასთან და არ მივეცით უფლება გარყვნილების პროპაგანდისტებს ჩაეტარებინათ თავიანთი აქცია. იქ მოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ახლოს იყო იქაურობა უბედურებასთან. მე ვლოცულობდი, რომ უბედურება იქ არ მომხდარიყო“, აცხადებს ახლახან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ბიზნესმენი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი ლევან ვასაძე, რომელიც აფრთხილებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას - არაფერი შეეშალოთ!

 

 

ვასაძე კვირას, საღამოს 8 საათზე მის მხარდამჭერებს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იქ მათ იგი სამოქმედო გეგმას გააცნობს.

 

 

 


„პოლიცია, თავიდან მომეჩვენა, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო ან რამე გაეკეთებიბა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და იმ 10 ცალ სკვინტლიან ტერვენტს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, რომელთა შიში აქვთ ეტყობა, ეგეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინას, ივანიშვილს და ყველას ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა: არაფერი შეგეშალოთ! ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას კორდონების ჩაყენებისა, ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა - კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე თუ ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, აცხადებს ლევან ვასაძე, რომელიც კვირას მის მხარდამჭერებს, მხოლოდ მამაკცებს, შეკრებისკენ მოუწოდებს.

 


„ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო. აი, გეძახით ხალხო. მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ ქალბატონებს და ბავშვებს - ვერავის ვერ აუკრძალავ, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა - რომ დარჩით სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს, - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს... გეპატიჟებით ხვალ, სულთმოფენობას, კვირა საღამოს, საღმოს 8 საათზე, ვერის ბაღში... იქ მოვალთ ჩვენ, ჩვენი მეგობრებით და გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა“, აცხადებს ვიდეო მიმართვაში ლევან ვასაძე.

 

კომენტარები: 1
#1   Каха
      
ბატონ ლევანს თუ აქვს რუსეთში შექმნილი ფონდი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად? მე ვარ სტუდენტი რუსეთში ვსწავლობ ფასიანზე, მე მგონი უფრო ეკონომიკური დახმარება გვჭირდება ქართველებს ვიდრე ქალაჩუნა მამაკაცებსი ცემაა- ეს მათი რეკლამაა. მე სიამოვნებით მივიღებდი დახმარებას, რა თქმა უნდა ყოველგვარი პირობების გარეშე, ქართველურად, ასევე თუ დამეხმარებოდა კარგი სამსახურის შოვნაში, ასეთმა მდიდარმა ქართველებმა უნდა გააძლიერონ ემიგრაცია, შეიქმნას ფონდი, სადაც ღია ხელმისაწვდომობა ექნება ყველა წესიერ ქართველს, ვისაც შრომა და სწავლა უნდა. რუსეთში არიან მდიდარი ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ თAვისთვის, დაკავშირება შეუძლებელია. ამას იმიტომ ვწერ, რომ გაქვთ პრეტენხია საქართველოს სიყვარულის და ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება ქართველების და არა ეკლესიების შენება ივანიშვილივით ვითომ რომ ქველმოქმედები არიან და პოლიტიკური მიზნებითდა პიარისთვის იძლევიან ფულებს , თორემ მე რა როგორც ვიხდიდი ისე გადავიხდი, მაგრამ მერე დავრწმუნდები კიდე ერთხელ რომ ქართველები ვართ გათითოკაცებული და ე წ ქართველის დახმარება და სივარული არის მხოლოდ პიარისთვის და სადღეგრძელოებისთვის ახლა იტყვით რატომ ასეთი აგრესიულ ტონიო, მომმართეთო მანამდეო? და როგორ მოგმართოთდა გეძებოთ კარდაკარ? ეს ქართულ სიამაყეს არ ეკადრება , ბატონო ქართველო მეცენატებო და ქველმოქმედებო, დაარსეთ ფონდი და გამოაქვეყნეთ ტელეფონის ნომრები და თუ საჭიროა რეკლამაც გაუშვით ტელევიზიით. უკაცრავად თუ რაიმე გაწყენინეთ მომიტევეთ ქრისტიანულად.
17 ივნისი 2019 05:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი