საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული“, თუმცა არ ეთანხმება „დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან“.
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული, ახალი დაპირისპირება“, უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა აბასთუმანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.