ემზარ კვიციანი თავისი შვილის ნათლიას, გუბაზ სანიკიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ოქრუაშვილის, „რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით უკვე მესამე პარტიას ქმნის“, „საუკეთესო პოლიტიკოსად“ მოხსენიება ყოვლად მიუღებელია
15-06-2019, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ნინო ბურჯანანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“ ახლახან წამოსულ და ირაკლი ოქრუაშვილის ახლადშექმნილი მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრს, გუბაზ სანიკიძეს უპირისპირდება და ამბობს, რომ ოქრუაშვილის, „რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით უკვე მესამე პარტიას ქმნის“, „საუკეთესო პოლიტიკოსად“ მოხსენიება ყოვლად მიზანშეუწონელია.

 


კვიციანი აცხადებს, რომ სწორედ იმიტომ გააკეთა ‘სტავკა’ იგორ გიორგაძემ ოქრუაშვილზე ისევ, რომ იგი „სააკაშვილზე ნაკლები გამყიდველი არაა“.

 


„გუბაზ, შენ ხარ ჩემი ბავშვის ნათლია, მე მართლმადიდებელი ვარ და დიდ პატივს ვცემ მირონს, შესაბამისად შენც, როგორც ნათლიას. არ ვიცი როგორ და რა კრიტერიუმით აფასებ ოქრუაშვილს საუკეთესო პოლიტიკოსად, რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით უკვე მესამე პარტიას ქმნის. იგორ გიორგაძის იმედით გააუქმეს ჯერ მიმართულება კოდორის ხეობა, შემდეგ რაზმი „მონადირე“ და შემდეგ რუსების, კერძოდ იგორ გიორგაძის იმედით შემოიყვანა ჯარი რუსული საგუშაგოების გავლით კოდორის-დალის ხეობაში, და ვერტმფრენებიდან დაგვიცხრილა გმირის დედა, რომელიც თავადაც გმირულად გვედგა გვერდში მთელი ბრძოლების პერიოდში. 38 მეომარი ჩასვა ციხეში, ჩემი დის სახლი გააძარცვინა და თავად ნორა ციხეში უკანონოდ 7 წლით გაუშვა, ამ ოქრუაშვილზე იძახი რეფორმები ჩაატარაო?! რეფორმებს ატარებენ უკვე რამდენი წელია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც ყველა ძალოვან სტრუქტურებიში, როგორც ინსტრუქტორები ისე ზიან, გამოყოფილ ოფისებში. მახსოვს ადრე იძახდი დავით თევზაძეზე, რომ მის მერე თავდაცვას მინისტრი არ ჰყოლიაო და ეხლა ოქრუაშვილი გახდა საუკეთესო? კარგი ამასაც დავანებოთღ თავი. მან დაიწყო მთელი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. გაიხსენე 2004 წლის 7 აგვისტო. თუ სწორად მახსოვს, როდესაც ჩეჩნებთან და სხვათაშორის ჩატაევთან ერთად ქართველებსა და ოსებს ერთნაირად ესროდნენ, ეს მიგაჩნია კარგ რეფორმად და კარგ თავდაცვის მინისტრად? სწორედ ამიტომ გააკეთა ‘სტავკა’ იგორამ მასზე ისევ, რადგან სააკაშვილზე ნაკლები გამყიდველი არაა, ეს ასე იცოდე ჩემგან.

 


მეორე, არ დაიჯერო არასდროს რომ ბიძინა მას ემტერებოდეს, იმდენი საშუალება და მიზეზი არსებობს რომ ოკრუაშვილი გაასამართლოს, მაგრამ ამას არ აკეთებს, არ გიფიქრია, რატომ? 11 მეგობარი ჰყავდათო დაჭერილი იმ დროს მისი, იქნებ ჩამოთვალო იმ მეგობრებოის გვარ-სახელებიც?

 


ჩემთვის, როგორც იყავი პარტიამდე მირონი, ისე დარჩები, მაგრამ ისევ შენს უსაფრთხოებაზე ვფიქრობ ძმა. რადგან იგორას საყრდენი ბოკერია უპირისპირდება ოქრუაშვილს, ესეიგი ბოკერიას გასაძლიერებლად გაგწირავთ როგორც საკუთარი ცოლის დისშვილი გაწირა საციხოდ ქალი, როგორც თემურ ჟორჟოლიანი და ვახტანგ ტალახაძე გაწირა სააკაშვილის გასაძლიერებლად ვითომ რუსების მტრად რომ მოენათლა (ხედავ პრორუსულ ძალას დაეტაკაო) არ დაგავიწყდეს 8 წელი ვიყავი იმ ქვეყანაში, საიდანაც იმართება ქართული პოლიტიკა თუ ამას პოლიტიკა ჰქვია და ბევრი ინფორმაცია მაქვს შენ ეს კარგად იცი. რა ვიცი სვინა (ნათლიას ნიშნავს სვანურად) მე ამას პირადშიც გეტყოდი, მაგრამ საჯაროდ გეუბნები რათა სხვამაც არ დაუშვას შეცდომა. შენ წარმატებას გისურვებ და გადარჩენას, რასაც ნამდვილად ჩემს და ჩემი ერის მტერ ოქრუაშვილ-სააკაშვილ-მერაბიშვილებს ვერ ვუსურვებ მათი ქართველთმოძულე ბანდითურთ!!! ვისაც რა უნდა ჩვენთვის ქართველებისთვის ღმერთმა ის მისცეს გაასმაგებულად!!! დიდება ღმერთს!!!“ - წერს კვიციანი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი