თბილისის ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
15-06-2019, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ორდღიანია, დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი, სტუმრებს 15:00-დან 21:00 საათამდე ელოდება.

 


ფესტივალის ფარგლებში, ეწყობა თეატრალიზებული სანახაობა, სტუმრების განწყობაზე ანიმაციური გმირები, ოჩო ფეხები, ქუჩის თეატრი, მიმები და ანიმატორები ზრუნავენ, რომლებიც სხვადასხვა გასართობ აქტივობაში გამარჯვებულებს ნაყინით აჯილდოვებენ.

 


ფესტივალზე ნაყინის დამზადების მასტერკლასები და შეჯიბრებები, მეცნიერული ნაყინის დამზადებისა და ნაყინის კოქტეილების სანახაობებიც ტარდება, რომლის დაგემოვნება ყველა დამთვალიერებლისთვის სრულიად უფასოა.

 


ნაყინის ფესტივალზე წარმოდგენილია 15 მონაწილე კომპანია, 25-მდე სახეობის ნაყინი და გასართობი შოუ-პროგრამა.

 


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი წელს პირველად იმართება და მას ყოველწლიური სახე ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი