გიგი უგულავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძე „პირდაპირი საფრთხეა დღეს და მისი ადგილი არის წინასწარ პატიმრობაში“
15-06-2019, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პარასკევს გამართული აქციის შეფასებისას თქვა, რომ ლევან ვასაძე „პირდაპირი საფრთხეა და მისი ადგილი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში“.

 


უგულავამ საქართველოს საპატრიარქოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ეკლესიამაც კარგად უნდა გააცნობიეროს, გარეთ, მის მიღმა ვინ არის მათი სახეები, ილია ჭავჭავაძე თუ ლევან ვასაძე“, ხოლო პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ „სრულიად სამარცხვინო და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება“.

 


„თუ გვსურს, შევდგეთ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანებს სახელმწიფო სცემს პატივს და იცავს კანონებს, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და დაცულია ყოველგვარი დისკრიმინაციისგან. აქ უნდა დავსვათ წერტილი და არავითარი მაგრამ. ეს მაგრამ არ უნდა თქვას პირველ რიგში ხელისუფლებამ, არ უნდა ვთქვათ ჩვენ, საზოგადოებამ, რადგან საფრთხე მართლაც რეალურია. ჩვენ დავინახეთ ძალიან არასწორი განცხადება საპატრიარქოსი, ვხედავთ, რომ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი სპეკულირებენ ეკლესიით. სინამდვილეში ძალიან სამარცხვინოა, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია პიროვნულად, როცა ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და წარმოადგენენ, მოძალადეები, დამცინავები, რომლებიც მზად იყვნენ, უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ“, განაცხადა უგულავამ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 


მისი თქმით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან.

 


„ამას კავშირი არ აქვს ქრისტესთან და სახარებასთან და ამ კონტექსტში უაღრესად სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება. ღვთის სიტყვის დამცველი მტერსაც სცემს პატივს, ამას ეფუძნება სახარება და ქრისტიანული ცივილიზაცია. ეს არის ქრისტიანობა და არა ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ, ძალადობას, გაუტანლობას. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატივი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ეკლესიის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია არ დაემსგავსოს რუსეთის ეკლესიას, რომელიც არის მხოლოდ ძალაუფლების და იდეოლოგიის მსახური და არა ადამიანებისა და ღმერთის“, აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

 


მისი შეფასებით, ეს საფრთხე გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა.

 

 

„ეკლესიამაც კარგად უნდა გააცნობიეროს, გარეთ, მის მიღმა ვინ არის მათი სახეები, ილია ჭავჭავაძე თუ ლევან ვასაძე. არ უნდა დავუთმოთ არც ერთი ტრიბუნა, ესენი არ არიან ეკლესიის სახეები, ესენი არიან ფულით გაერთიანებული ადამიანები“, აღნიშნა გიგი უგულავამ და სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებაც გააკრიტიკა.

 


„სრულიად სამარცხვინო და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება - მე ყველას პრეზიდენტი ვარ მაგრამ… არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს არის კატასტროფული სიგნალი, კონსტიტუციას არ სჭირდება მაგრამ, მას სჭირდება შესრულება პირველ რიგში ხელისუფლებიდან და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მას არღვევს, კონსტიტუციას მორგებულია მხოლოდ თავისთვის და ყველა, ნებისმიერი ტიპის განსხვავებული ადამიანი გამოცხადებული ჰყავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ“, განაცხადა უგულავამ და დაამატა, რომ ხელისუფლებას პოზიტიური პასუხისმგებლობა აქვს და არა მხოლოდ ვალდებულება, რომ დაპირისპირებული მხარეები განაცალკევოს კონკრეტულ მომენტში.

 


„მას აქვს პრევენციის ვალდებულება. როდესაც იმუქრება და პირდაპირი საფრთხეა დღეს, რაც წავიკითხე ვასაძის განცხადებაში, ის ახლა უნდა იჯდეს და განმარტებებს აკეთებდეს. მეტსაც გეტყვით, იმ მუქარის გამო, რაც მან თქვა და გააკეთა, მისი ადგილი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში“, აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი